ძუძუს კიბოს ცნობადობის თვე
ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, განსაკუთრებით ქალებში. ქალბატონებში ის ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, თანამედროვე მკურნალობის მეთოდები და დროული დიაგნოსტირება ძუძუს კიბოს ეფექტურად მართავს, რაც ნიშნავს, რომ იგი განაჩენი არ არის. მკურნალობის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ძუძუს კიბოს ნაადრევ გამოვლენაზე, რაც ზრდის გადარჩენის შანსებს.
ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოს ცნობადობის თვედ არის გამოცხადებული, და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ვარდისფერ ოქტომბერს“. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის სიმბოლოა და კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, რომ თვითშემოწმება, სკრინინგი და დროული დიაგნოსტირება არის ძუძუს კიბოს წარმატებით მკურნალობის მთავარი ფაქტორები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აქტიურად მონაწილეობს ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიაში და სთავაზობს ქალბატონებს სრულ მამოლოგიურ სერვისს, რომელიც მოიცავს:
- ძუძუს კიბოს სკრინინგს – ნაადრევი დიაგნოსტირების მეთოდი, რომელიც ზრდის დროული მკურნალობის შანსებს;
- მამოგრაფიას – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (3 დ ტომონითეზით) ძუძუს ქსოვილების გამოკვლევა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ზუსტ დიაგნოზს;
- ძუძუს MRI კვლევას – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდი, რომელიც იძლევა დეტალურ სურათს და ამცირებს დიაგნოსტირების რისკებს;
- მამოლოგის კონსულტაციას – ჩვენი სპეციალისტები გთავაზობენ პერსონალიზებულ კონსულტაციებს, რათა უზრუნველყონ თქვენთვის საუკეთესო სამედიცინო რჩევები.
ძუძუს კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობა
სკრინინგული კვლევები და თვითშემოწმება ქალებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ძუძუს კიბოს ნაადრევი აღმოჩენა ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს მძიმე გართულებების რისკს. რეგულარული სკრინინგი და ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი „ახალი სიცოცხლე“ მოწოდებულია, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მამოლოგიური სერვისები და დაეხმაროს ქალებს რეგულარული შემოწმების საშუალებით ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
დროული სკრინინგი და თვითშემოწმება საუკეთესო თავდაცვაა ძუძუს კიბოსგან.
მიიღეთ მამოლოგის კონსულტაცია დღესვე!
დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილილუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!