7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1948 წლის 7 აპრილს.
ყოველ წელს, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვნის ერთ კონკრეტულ თემას და ცდილობს ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
წლევანდელი თემაა ექთნები და ბებიაქალები, მათი ღვაწლი და დამსახურება მსოფლიო მედიცინის წინაშე.
მედდები და ბებიაქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამედიცინო მომსახურების გაწევაში. ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან ყოველთვის, მათ შორის, covid-19-თან ბრძოლაშიც და საკუთარ ჯანმრთელობას იგდებენ საფრთხეში სხვისი ჯანმრთელობის შენარჩუნების ფასად. სწორედ ამიტომ მიეძღვნა 2020 წელი მათ - მათი შრომა და თავდადება ერთნაირად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ აფასებენ ჩვენი ექიმების, ექთნების, ბებიაქალების, დამხმარეების შრომასა და თავგანწირვას!
გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!