გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
განმეორებითი დაინფიცირება წითელასვირუსით
06 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა, გვიან ასაკში გადავიტანე წითელა მეორედ( იშვიათი გამოვლინებაოო) რთულად, მას შემდეგ როგორც ვატყობ მომატებული მაქვს ყურში გოგირდის რაოდენობა , ყელში მუდმივად მაქვს სიმშრალის შეგრძნება ნახველიც ყელში ჯირკვლებზე რომ ვგრძნობ ნადებად, ეხოსკოპია გავიკეთე ჩიყვ გამოსარიიცხად და ზომაზე ბევრად პატარაოო, შესაძლოა გამოწვეული იყოს გართულებული წითელის გამო?
იხილეთ პასუხიხერხემლის ტრავმა
06 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა. მოკლედ 7 თვის ორსული ვიყავი კიბეზე რომ დავეცი და კუდუსუნი ამტკივდა და ცოტა ქვემოთაც. ისეთი ტკივილები მქონდა ვერ ვჯდებოდი და ვერც ვწვებოდი. ექიმმა რენდგენი არ შეიძლებაო. მოკლედ რომ ვიმშობიარე უცებ ვერ მივედი ტრავმატოლოგთან. ორ თვეში რომ მივედდი ტრავმატოლოგმა თქვა ჩემთან რა გინდაო და აბა ვისთან უნდა მივიდე? რენდგენზეც მივედი და არ გადამიღეს. დაგვიანებული არისო და ეხლა რა აზრი აქვსო გადაღებას მაინც არაფერი გამოჩნდებაო. ბზარიც რომ ყოფილიყო 4 თვეში შეხორცდებოდაო. ეხლაც ძაან მტკივა ოღონდ ისე არა როგირც 4 თვის წინ. დიდხანს ვერ ვჯდები და წამოდგომის დროს მტკივა ძაან. რა შეიძლება რომ იყოს? ზოგი მეუბნება დაბეჟილობა არის და თავისით გაივლისო მაგრამ როდის
იხილეთ პასუხითირეოტროპული ჰორმონი
06 იანვარი 2018კითხვა: მაინტერესებს, ტეესაშისTSH ანალიზი უზმოზე აღებული სისხლით უფრო სწორია თუ არა აქვს მნიშვნელობა როდის აიღება სისხლი. მადლობა
იხილეთ პასუხისანერწყვე ჯირკვლების პათოლოგია
06 იანვარი 2018კითხვა: შესიებული მაქვს მცირედ ყურის ქვემოთ. ჭამის დროს ჯირკვალი დიდდება და მაგრდება.ჭამის შემდეგ იკლებს ზომაში და რბილდება. ტკივილი არ მაქვს. ქირურგის რჩევით მივიღე მედიკამეტები მოქსინი,დიკლობერნი 3 დღე.შესიებამ მოიკლო მაგრამ აღნიშნული სიმბტომები ისევ მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რას მირჩევთ?
იხილეთ პასუხიმედიკამენტის ანოტაცია
05 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
იხილეთ პასუხისქესობრივი მომწიფების დარღვევები
05 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა ძალიან მაინტერესებს შეიძლება თუ არა ბავშვს მომწიფების პერიოდი 9წლის ასაკში დაეწყოს? ცალი მკერდი ტკივა და მკერდის თავთან სიმაგრე აქვს. ბავშვს შაქრიანი დიაბეტი იკეთებს ინსულინს და ხომ არ შეიძლებოდა მას დაეჩქარებინა ეს პროცესი? მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხი