განმეორებითი დაინფიცირება წითელასვირუსით

კითხვა: გამარჯობა, გვიან ასაკში გადავიტანე წითელა მეორედ( იშვიათი გამოვლინებაოო) რთულად, მას შემდეგ როგორც ვატყობ მომატებული მაქვს ყურში გოგირდის რაოდენობა , ყელში მუდმივად მაქვს სიმშრალის შეგრძნება ნახველიც ყელში ჯირკვლებზე რომ ვგრძნობ ნადებად, ეხოსკოპია გავიკეთე ჩიყვ გამოსარიიცხად და ზომაზე ბევრად პატარაოო, შესაძლოა გამოწვეული იყოს გართულებული წითელის გამო?
პასუხი:

გამარჯობა!  როგორც აღნიშნეთ ნამდვილად სწორია, განმეორებით ამ ვირუსით დაინფიცირება იშვიათად ხდება, თუკი ადამიანს იმუნიტეტის რაიმე პათოლოგია არ აქვს,  თუმცა ასეთი შემთხვევები აღწერილია. კლინიკური სურათი, რომელსაც თქვენ აღწერთ, შესაძლოა სულაც არ უკავშირდებოდეს ვირუსს.გირჩევთ, მიმართოთ ოტო–რინო–ლარინგოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა