თირეოტროპული ჰორმონი

კითხვა: მაინტერესებს, ტეესაშისTSH ანალიზი უზმოზე აღებული სისხლით უფრო სწორია თუ არა აქვს მნიშვნელობა როდის აიღება სისხლი. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით! თირეოტროპული ჰორმონი - TSH წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულაციაში. TSH გამოიყოფა ჰიპოფიზიდან ( თვის ტვინის ერთ–ერთი უბანია), რის შემდეგაც მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. TSH ტესტი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს კლინიკურად აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჯირკვლის ფუნქციის მომატებით (ჰიპერთირეოიდიზმი), ასევე დაკლებით (ჰიპოთირეოიდიზმი).
ტესტის ჩაბარებამდე საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, აქედან გამომდინარე მათი მიღება სასურველია შეწყდეს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. მედიკამენტები რომლებიც ცვლიან TSH რაოდენობას სისხლში:
• ამიოდარონი
• დოფამინი
• ლითიუმი
• პრედნიზოლონი
ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.
რაც შეეხება საკვების მიღებას, ის გავლენას არ ახდენს ტესტის შედეგებზე .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა