გამარჯობა! მედიკამენტზე,რომელსაც თქვენი მკურნალი ექიმი გინიშნავთ ,რაიმე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ,თუმცა გაგაცნობთ ანოტაციას მედიკამენტის შესახებ ეს პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების დროს : ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესები, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით. რევმატული სახსრებისა და ექსტრა-სახსრების დაავადებები, ფიბრომიალგია, მიალგია, ზურგის ტკივილი, იშიაზი, ტრავმა, მყესების დაჭიმვა.
მიღების დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ :
ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:
• ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;
• შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;
• შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად.
• ინექცია შეიყვანეთ ნელა.
• ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.
არ გამოიყენება თუ:
ანამნეზში პაციენტს აღენიშნება ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლულის დროს, ღვიძლის მძიმე დაავადების და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, აღინიშნება გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, მძიმე ჰიპერტენზია. ასთმის მქონე პაციენტები ანამნეზში ასთმის მწვავე შეტევებით, რინიტი ,აქტიური ტუბერკულოზი, სისტემური მიკოზი.
პაციენტს აქვს ვირუსული დაავადებები , აქტიური გლომერულონეფრიტი, მწვავე ფსიქოზი, ოსტეოპოროზი, ღვიძლის პურპურა. ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პასუხი: