გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
კისრის ოსტეოქონდროზი
31 ივლისი 2018კითხვა: გამარჯობა, ვარ 29 წლის მამაკაცი, მაქ ყოვედღიური თავის ტკივილები კეფის არეში და თავის მარცხენა ნაწილში თუმცა ამ დროს წნევა არ მაქ მომატებული 120/80 და ასევე დატვირთვის დროს თავის ქვევით დახრის ან თავის შემობრუნების დროს მაქ მარცხენა ყურში შუილი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
იხილეთ პასუხიქვედა ყბის სახსრის ანთება
31 ივლისი 2018კითხვა: გამარჯობა! დამიდგინდა ქვედა ყბის სახსრების ანთება!! მაქვს ტემპერატურა ოთხი დღეა 37,4!!მაქვს ძლიერი თავის ტკივილები რაზეც მითხრეს იცის ამ დროს... მაინტერესებს მართლა იცის თუ არა თავის ტკივილი თუ მივიდე ნევროპათოლოგთან და რამდენად საშიშია ეს ყველაფერი!
იხილეთ პასუხი„მაჩვის ქონი” , კოღოს ნაკბენი
31 ივლისი 2018კითხვა: მაჩვის ქონის კაპსულები რო მივიღო ხომ არ მაწყენს და რა დოზით მივიღო.კოღოს ნაკბენზე რა წავისვა
იხილეთ პასუხიმეტალის გემოს შეგრძნება, შებერილობა
31 ივლისი 2018კითხვა: ვარ 70 წლის. მარტში გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, რის გამოც ვსვავ რამოდენიმე წამალს.კუჭის დამცავს, ეუთიროქსს,D ვიტამინს,კალციუმ D3,აგრეთვე ტენორეტეკს და სორვასტას. რამოდენიმე დღეა ძალიან შემაწუხა კუჭმა-ძალიან მებერება და თითქოს ქამარი მიჭერს. პირი მაქვს გამოკალული,ანუ რკინის გემო მაქვს. როგორ მოვიქცე? ზონდის გადაყლაპვა არ შემიძლია. რა მედიკამენტები მივიღო? გმადლობთ
იხილეთ პასუხისისხლის ბიოქიმიური ანალიზი
31 ივლისი 2018კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევაში ამოუვიდა შემდეგი მონაცემები: ალანინამონოტრანსფერაზა(ალტ)-127; ასპარტატამინოტრანსფერაზა(ასტ)-63 და გამაგლუტამილტრანსფერაზა(გ-გტ)-87, სხვა ყველაფერი წესრგიში აქვს, (კოაგულოგრამაში, სისხლის საერთო ანალიზში და ც და ბ ჰეპატიტის ანალიზში ყველა მონაცემი ნორმაშია) მაინტერესებს რამდენად საშიშია ზემოთ აღნიშნული ფერმენტების მომატება, და როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ ეტაპზე, ამჯერად ექიმის დანიშნულებით იღებს ჰეპაგარდ აქტივს და ბენეფრონს.
იხილეთ პასუხიგამონაყარი
31 ივლისი 2018კითხვა: მოგესალმებით, თქვენთან გამოვაგზავნე შეკითხვა, მალე მივიღე მართლაც ამომწურავი ინფორმაცია, უღრმესი მადლობა თქვენ!!! გამოგიტყდებით, არ მქონდა პასუხის მოლოდინი, რის გამოც ბოდიშს გიხდით.გავთამამდები და კიდევ მინდა კითხვით მოგმართოთ. ზაფხულობით, უკვე ამ პერიოდში, მექავება ხელის თითები ხშირად, განსაკუთრებით წყალში დასველების შემდეგ, ლამის დავიგლიჯო თითები, თუ თავი ვერ შევიკავე, უფრო ძლიერდება ქავილი, შემიძლია კანიც დავიზიანო, ქავილის დროს ზოგჯერ პატარა წყლიანი ბუშტუკი ჩნდება, რომელიც ადვილად სკდება, თითქოს თითები შეშუპებულია და ზოგჯერ ხელის მტევანი შიდა მხარეს თითქოს აჭრელებული. რას მირჩევდით? პატივისცემით, ბელა ცინცაძე
იხილეთ პასუხი