სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევაში ამოუვიდა შემდეგი მონაცემები: ალანინამონოტრანსფერაზა(ალტ)-127; ასპარტატამინოტრანსფერაზა(ასტ)-63 და გამაგლუტამილტრანსფერაზა(გ-გტ)-87, სხვა ყველაფერი წესრგიში აქვს, (კოაგულოგრამაში, სისხლის საერთო ანალიზში და ც და ბ ჰეპატიტის ანალიზში ყველა მონაცემი ნორმაშია) მაინტერესებს რამდენად საშიშია ზემოთ აღნიშნული ფერმენტების მომატება, და როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ ეტაპზე, ამჯერად ექიმის დანიშნულებით იღებს ჰეპაგარდ აქტივს და ბენეფრონს.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , ვვარაუდობთ ,რომ საქმე ეხება ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე დაავადებას ,რომლის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს :
● ვირუსული ინფექციები;
● ალკოჰოლიზმი ;
● მავნე ნივთიერებების ზემოქმედება;
● ან სხვა.
დიაგნოზის დასმა დისტანციურად, მხოლოდ ამ ანალიზების საფუძველზე არაკორექტული და არაკომპეტენტური იქნება.
ALT, AST, GGT ღვიძლში სინთეზირებული ერთ-ერთი ძირითადი ფერმენტებია. ნორმაში სისხლის შრატში ამ ფერმენტის შემცველობა დიდი არაა, რადგანაც მისი დიდი ნაწილი ჰეპატოციტებშია (ღვიძლის უჯრედები). მათი მომატება აღინიშნება ღვიძლისა, გულისა და პანკრეასის დაავადებების დროს.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს თქვენს მეუღლეს, რის გამოც დაენიშნა „ჰეპაგარდ აქტივი და ბენეფრონი“ პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, სთხოვეთ განგიმარტოთ ჩატარებული ანალიზის პასუხები და აგიხსნათ მკურნალობის სტრატეგია.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები, ანამნეზის შეკრების საფუძველზე შესაძლებელი იქნება გაგცეთ კორექტული პასუხი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა