ქვედა ყბის სახსრის ანთება

კითხვა: გამარჯობა! დამიდგინდა ქვედა ყბის სახსრების ანთება!! მაქვს ტემპერატურა ოთხი დღეა 37,4!!მაქვს ძლიერი თავის ტკივილები რაზეც მითხრეს იცის ამ დროს... მაინტერესებს მართლა იცის თუ არა თავის ტკივილი თუ მივიდე ნევროპათოლოგთან და რამდენად საშიშია ეს ყველაფერი!
პასუხი:

მოგესალმებით,
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი არის სახსრის მწვავე ანთება – ტკივილის, ტემპერატურის ლოკალური მომატების, კანის გაწითლებისა და შესიების თანხლებით.
როგორც თქვენმა ექიმმა მოგახსენათ, დიახ , შესაძლებელია თავის ტკივილი გამოწვეული იყოს ანთებით, ასევე შეიძლება გადაეცემოდეს (ირადიაცია) სხვა მიდამოებშიც, ძლიერდებოდეს დილაობით, განსაკუთრებით კი, ჭამის დროს.
რაც შეეხება მკურნალობას, იგი ინიშნება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, მასთან დაკავშირებული საღეჭი კუნთების დაავადებისა, დაზიანების ტიპისა და დონის გათვალისწინებით.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა