კითხვა: მოგესალმებით, თქვენთან გამოვაგზავნე შეკითხვა, მალე მივიღე მართლაც ამომწურავი ინფორმაცია, უღრმესი მადლობა თქვენ!!! გამოგიტყდებით, არ მქონდა პასუხის მოლოდინი, რის გამოც ბოდიშს გიხდით.გავთამამდები და კიდევ მინდა კითხვით მოგმართოთ. ზაფხულობით, უკვე ამ პერიოდში, მექავება ხელის თითები ხშირად, განსაკუთრებით წყალში დასველების შემდეგ, ლამის დავიგლიჯო თითები, თუ თავი ვერ შევიკავე, უფრო ძლიერდება ქავილი, შემიძლია კანიც დავიზიანო, ქავილის დროს ზოგჯერ პატარა წყლიანი ბუშტუკი ჩნდება, რომელიც ადვილად სკდება, თითქოს თითები შეშუპებულია და ზოგჯერ ხელის მტევანი შიდა მხარეს თითქოს აჭრელებული. რას მირჩევდით? პატივისცემით, ბელა ცინცაძე
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად განსაზღვრა რთულია, სავარაუდოდ საქმე ეხება ალერგიას.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ალერგოლოგ თინა მურადაშვილთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, მოგახსენებთ გამომწვევი მიზეზისა და მკურნალობის შესახებ.
სასურველია ვიზიტზე ჩაეწეროთ წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !