გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მოტეხილობა
06 სექტემბერი 2018კითხვა: გამარჯობა, ერთი თვის წინ გადამიბრუნდა ფეხი და მოვიტეხე ტერფის მეხუთე მეტატარზალური ძვალი. დამადეს თაბაშირი, რომელიც გუშინ (1 თვის თავზე) შემხსნა ექიმმა. თქვა, რომ ძირითადი ნაწილი შეხორცებულია პატარა ბწკალია დარჩენილი რომელიც თაბაშირის გარეშეც შეხორცდება, მეორე დღეა ფეხი მაქვს შეშუპებული და რომ ვდგავ მტკივა. მიჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. რამდენად ნორმალურია ასეთი მდგომარეობა?და იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მადლობთ წინასწარ.
იხილეთ პასუხიხორცმეტი
06 სექტემბერი 2018კითხვა: გამარჯობა.შეიძლება თუ არა პაპილომების მოწვა. არის პატარები ბევრი და ერთი დიდი. რას მირჩევთ
იხილეთ პასუხიკომპრესიულ-დისტრაქციული ოსტეოსინთეზი
06 სექტემბერი 2018კითხვა: გამარჯობა, დედაჩემს ერთი ფეხის სიგრძე 6 სანტიმეტრით ნაკლები აქვს მეორეზე და მაინტერესებს მსგავსი ოპერაციის ჩატარების ღირებულება.
იხილეთ პასუხიბრუქსიზმი
06 სექტემბერი 2018კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რით შემიძლია ვუშველო ღამით კბილების კრაჭუნს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
იხილეთ პასუხიჰორმონული დარღვევები
05 სექტემბერი 2018კითხვა: გამარჯობა მაქვს ჰორმონალური დარღვევების ყველა სიმპტომი / უხასიათობა ქრონიკული დაღლა ციკლის დარღვევა.თმის ცვენა და მადა რომელსაც უკვე ვეღარ ვაკონტროლებ და ძალიან მოვიმატე მაქვს ლიბიდო არანაირი სურვილი არ მაქვს ურთიერთობის მეუღლესთან და ეს დიდ პრობლემებს მიქმნის ოჯახში .ანუ ყველა სიმპტომი მაქვს რეგულარულად 3 წელია უკვე რომელი პრეპარატის გამოყენებას მირჩევდით მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხივენტრიკულომეგალია
05 სექტემბერი 2018კითხვა: გამარჯობა 18 კვირაზე მითხრეს თავის ტვინის წნულების ცისტა ორივე მხარეს ერთი თითქმის 10 მილიმეტრამდე იყო, 23 კვირაზე ცისტები გაიწოვა მაგრამ მარჯვენა პარკუჭი აქვს გაფართოებული 11 მილიმეტრი და არის თუ არა საგანგაშო და შეიძლება თუ არა რომ გაიწოვოს?
იხილეთ პასუხი