მოტეხილობა

კითხვა: გამარჯობა, ერთი თვის წინ გადამიბრუნდა ფეხი და მოვიტეხე ტერფის მეხუთე მეტატარზალური ძვალი. დამადეს თაბაშირი, რომელიც გუშინ (1 თვის თავზე) შემხსნა ექიმმა. თქვა, რომ ძირითადი ნაწილი შეხორცებულია პატარა ბწკალია დარჩენილი რომელიც თაბაშირის გარეშეც შეხორცდება, მეორე დღეა ფეხი მაქვს შეშუპებული და რომ ვდგავ მტკივა. მიჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. რამდენად ნორმალურია ასეთი მდგომარეობა?და იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ფეხის შეშუპება და ტკივილი, გამოწვეულია მოტეხილობის შემდეგ, ადგილობრივად სისხლის მიმოქცევის დარღვევით.
თუ თქვენმა ტრავმატოლოგმა არ ჩათვალა საჭიროდ დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, განმეორებითი თაბაშირის დადება, მიჰყევით მის რეკომენდაციას.
უმჯობესია, დაუკავშირდეთ ან კონსულტაციაზე მიბრძანდეთ და ჩააყენოთ რეაბილიტაციის პერიოდის მიმდინარეობის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა