მოგესალმებით,
ძილში კბილების კრაჭუნი, იგივეა რაც ბრუქსიზმი. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
იგი უპირატესად ღამით ვლინდება, დღისით კი ადამიანის კონტროლს ექვემდებარება. ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმი ჭიებით ინვაზიას უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს.
შეიძლება უკავშირდებოდეს სტრესსა და ძილის დარღვევას, ასევე გენეტიკურ ფაქტორს.
ბრუქსიზმი დაავადება არ არის, არც დაავადების ნიშანი, მაგრამ სისტემატური ზეწოლა კბილებზე ემალის დაზიანების რისკს ზრდის, რაც შემდგომში კარიესის გაჩენას შეუწყობს ხელს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრუქსიზმის დროს საღეჭი კუნთები, მიდრეკილია თვითნებური შეკუმშვისკენ, გირჩევთ ძილის წინ მიირთვათ "მაგარი" საკვები ( ვაშლი, სტაფილო).
ასევე, სასურველია შეზღუდოთ კოფეინი და ნახშირწყლები.
დააკვირდით, თუ კვლავინდებურად გრძელდება ბრუქსიზმი, კბილის დაზიანებისაგან თავის ასაცილებლად, უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, დაგიმზადებთ ე.წ. კაპებს.
პრევენციის მიზნით, სასურველია ჩაიტაროთ განავლის გამოკვლევა ჭიის კვერცხებზე, ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რით შემიძლია ვუშველო ღამით კბილების კრაჭუნს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: