ვენტრიკულომეგალია

კითხვა: გამარჯობა 18 კვირაზე მითხრეს თავის ტვინის წნულების ცისტა ორივე მხარეს ერთი თითქმის 10 მილიმეტრამდე იყო, 23 კვირაზე ცისტები გაიწოვა მაგრამ მარჯვენა პარკუჭი აქვს გაფართოებული 11 მილიმეტრი და არის თუ არა საგანგაშო და შეიძლება თუ არა რომ გაიწოვოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ვენტრიკულომეგალიაზე, რომელიც ნიშნავს ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭების გაგანიერებას.
დისტანციურად პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება, საჭიროა დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და დინამიკაში ექოსკოპიური დაკვირვება – გაიწოვება, თუ გაიზრდება ცისტა, რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება ობიექტურად მდგომარეობა და თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვას, ამომწურავად უპასუხებს, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა