რა დანიშნულება აქვს ფორმის ფერს სამედიცინო თვალსაზრისით და რა მნიშვნელოვანი დეტალებია გათვალისწინებული საოპერაციო ფორმის ფერებში.
მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ სამედიცინო უნიფორმის ფერს ექიმი სუბიექტური სურვილის მიხედვით ირჩევს.
თუმცა, შესაძლოა, დაფიქრებულხართ კიდეც, რატომ აცვიათ ქირურგებს მხოლოდ მწვანე ფერის უნიფორმა, მათ შორის, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის მსვლელობის დროსაც კი.
მნიშვნელოვანი სამედიცინო ცვლილებები
როგორც წინა სტატიაში გაეცანით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მედიცინაში ახალი ერა დაიწყო და თეთრი ფერი სისუფთავის ერთგვარი სიმბოლო გახდა. ფერის ცვლილება საზოგადოებაში ექიმის მიმართ ნდობის აღდგენას ემსახურებოდა, ხელების სტერილურად დამუშავება კი – ახალი უნარების განვითარებას.
ქირურგის უნიფორმის ფერს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განსაზღვრავს, რაც შესაძლოა, ქირურგიული ოპერაციის წარმატების საწინდარი იყოს.
საზრიანი ექიმის მნიშვნელოვანი აღმოჩენა
ისტორიულად, ყველა სამედიცინო პერსონალს ეცვა თეთრი სამოსი. 1914 წელს ერთმა გავლენიანმა ექიმმა დათმო თავისი ტრადიციული ფორმა ჯერ მწვანე, შემდეგ კი ლურჯი უნიფორმის სასარგებლოდ.
პრობლემა, რომელსაც ამ საზრიანმა ექიმმა მიაგნო, იყო ის, რომ თეთრ ფერს შეუძლია ქირურგების რამდენიმე წამით თვალის მოჭრა, თუ ისინი მუქი წითელი ფერიდან თავიანთი კოლეგების ქათქათა თეთრ სამოსზე გადაიტანენ მზერას. თუ დაკვირვებიხართ, იგივე გემართებათ, როდესაც ზამთარში პირველად გადიხართ გარეთ და მომენტალურად თვალს გჭრით გადათეთრებული მკვეთრი ფერის თოვლიანი არემარე.
მწვანე და ლურჯი საპირისპიროა წითელი ფერისა და ოპერაციის დროს ქირურგი თითქმის ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს წითელ სისხლზე. სწორედ ლურჯი და მწვანე ფერები ხელს უწყობს ქირურგის ხედვის კონცენტრირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ოპერაცია მრავალი საათის განმავლობშიც გრძელდება, ექიმის თვალისთვის აუცილებელია მხედველობის ამგვარი განტვირთვა, რადგან სწორედ ეს ფერები ეხმარება ქირურგს კონცენტრირებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათი მხრიდან არასწორი უნებლიე მანიპულაციის შანსს ქირურგიული ჩარევის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!