ყბის სახსრის ტკაცუნი

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს ყბის მოძრაობისას ყბის სახსარი რომ ტკაცუნობს,მკურნალობას თუ ექვემდებარება ? და რამე გართულება ხომ არ მოჰყვება? დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი რჩევა იქნება პირველ ეტაპზე გაიაროთ კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან. რომელიც დაგიდგენთ ტკივილის მიზეზს .
ეს შეიძლება იყოს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, ( ტრავმა,) ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა , უნდა გამოირიცხოს ხომ არ არის სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია ,რაც წარმოშობს ე.წ. ტკაცუნა სახსარს.
ეს პათოლოგია ზოგჯერ წააგავს ოტოლარინგოლოგების, ოკულისტების, ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების სამკურნალო დაავადებებს. შესაბამისად, დაიგნოსტიკისთვის ამ უკანასკნელთა გამორიცხვაც აუცილებელია (ხომ არ გადაიტანეთ კბილის პათოლოგია, ცუდად მორგებული ბჟენი, ყურის ინფექცია, სინუსების ანთება, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები) .
ტკივილი რომ შეამციროთ, შესაძლოა :
1) მტკივან ადგილზე დაიდოთ თბილი სათბური;
2) მოერიდეთ ყბის მკვეთრ მოძრაობებს (მთქნარებას, ხმამაღალ სიმღერას, საღეჭი რეზინის ღეჭვას;
3) თვითმასაჟი-მოდუნება .
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეული დისფუნქციის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და ყველა შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას მოითხოვს.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ფიზიოთერაპიული საშუალებები (მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია), მკურნალობის კომპლექსში რთავენ საღეჭი კუნთების მასაჟს. ზოგჯერ მიმართავენ სახსარშიდა ინექციებს-- ქონდროპროტექტორებით .
ჩვენს კლინიკაში ყოველ ხუთშაბათს გვაქვს უფასო კონსულტაციის აქცია ყბა-სახის ქირურგთან .
თუ თქვენ გაქვთ საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა , შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 19 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა