მოგესალმებით,
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, მორეციდივე პათოლოგიაა, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოშობით ხასიათდება.
წყლულები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმები ქვეითდება და ამ ფონზე კუჭის წვენის აგრესიული მოქმედება იზრდება.
დღეს უკვე დადგენილია, რომ პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - ჰელიკობაქტერიას და არასტეროიდულ , ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
თუ კუჭის ლორწოვანზე მოქმედი აგრესიული ფაქტორებისა და მისი დამცავი მექანიზმების ბალანსი დარღვეულია, ყოველთვის არსებობს დაავადების გამწვავების საშიშროება. ამიტომაც არის წყლული მორეციდივე პათოლოგია.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით რომელ კლინიკაში ბრძანდებოდით, ან მკურნალობის კურსი როგორი ტიპის იყო, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგლებში, სრული გასტროსკოპიული კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !