ვიზიტი ნევროლოგთან

კითხვა: გამარჯობა. ასეთი ჩივილი მაქვს,მარჯვენა მხარეს საზარდულთან მაქვს წვა თითქოს ძვალი მეწვის,წვა მაქვს და ტკივილი ისეთი ძლიერი ქუსლამდე მეწვის მთლიანი ფეხი, ტკივილის დროს შეგრძნება მარჯვენა საჯდომთან ისეთი მაქვს თითქოს დაბუჟებული. თითქმის ყველაფერი გამოვიკვლიე აღარ ვიცი ვის მივმართო. იქნებ დამეხმაროთ და სწორი მიმართულება მომცეთ ვის მივმართო ქირურგს თუ ეხება ესეთი ტიპის პრობლემა,გთხოვთ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ჩემს წერილს.წინანსწარ გმადლობთ ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით, 

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან და  თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე, ჩვენი რჩევა იქნება კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან, რადგან შესაძლოა , რომ   ეს იყოს ხერხემლის პათოლოგია.

კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია და  უპირატესად ხერხემლის სვეტის  ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება, ასევე შესაძლებელია იყოს დისკოს თიაქარი ან მალების სპონდილოზი.

დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა დაგჭირდეთ  ელექტრომიოგრაფია და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფია.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

თუ გამოირიცხება ნევროლოგიური პათოლოგიები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი, რომელთანაც აქციის ფარგლებში ვიზიტი უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა