წვივის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ორგაზმის დროს მცირე წვივის გრძელ კუნთში ვგრძნობ აუტანელ ტკივილს, ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს “სიმპტომი”
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუ სხვა უროლოგიურ პათოლოგიას არ უჩივით, შესაძლოა მცირე წვივის ნერვის ნევრიტი იყოს თქვენი ჩივილის გამომწვევი, ან მსუბუქი კუნთოვანი პათოლოგია.
სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ტრავმატოლოგთან. სავარაუდოდ, საჭირო იქნება დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
შეგიძლიათ, ამ მიზნით მომართოთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგს. მონაცემთა შეკრებისა და კვლევათა მონაცემთა შეჯერების შემდეგ, შესაძლებელი იქნება დიაგნოსტირება და ამომწურავი პასუხის გაცემა.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, ნევროლოგისა და უროლოგის ჩართულობაც.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა