მოგესალმებით,
ჩივლი შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებით, ისე თითის ვალგუსური დეფორმაციით. რაც შეეხება ტერფიდან გამოწვეულ დისკომფორტს, სავარაუდოდ ფასციიტია. კოჭის ტკაცუნის შესახებ კი მოგახსენებთ, სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ სითხეში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს.
თქვენი ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ სიტუაციის შეფასებას.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!