კოჭის შეშუპება - ტრავმატოლოგია

კითხვა: ორივე კოჭი მაქვს გათანაბრების დაახლოვებით 10 წლის წინ ახლაც მაწუხებს აქვს ტკაცუნის ხმა და ხშირად ფეხზე დგომით მისივდება
პასუხი:

მოგესალმებით,
კოჭი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს.

  • შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს – ოსტეოართრიტი ან რევმატიული ართრიტი ;

სხვა გამომწვევ მიზეზებს შორის შესაძლოა, იყოს:

  • ღრძობა;
  • მყესების დაჭიმვა;
  • იოგების დაჭიმვას.

რასაც დისტანციურად და მიმოწერის რეჟიმში, რა თქმა უნდა ვერ განვსაზღვრავთ.
პირველ რიგში სასურველია, ვიზიტი განახორციელოთ ტრავმატოლოგთან, სადაც დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების შესახებ, თავად სპეციალისტი მოგცემთ რეკომენდაციას.
გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
თუ გამოირიცხება ტრავმატოლოგიური პრობლემები, მკურნალობაში ჩაერთვება ანგიოლოგი.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა