წონაში მომატების სურვილი

კითხვა: გამარჯობათ, როგორ მოვიმატო წონაში?
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ თქვენ გენეტიკურად ხართ მიდრეკილი სიგამხდრისკენ და გინდათ მასის მომატება, მკაცრად უნდა დაიცვათ კვების და დასვენების წესები, უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
● მიირთვით დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით;
● ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება;
● მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი; ვიტამინებს რაც შეეხება, მათი დისტანციურად რჩევა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია და თვითნებურ ღონისძიებებსაც არ გირჩევთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მიმართოთ დიეტოლოგ–ენდოკრინოლოგს, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და მოგცემთ ობიექტურ რეკომენდაციას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა