პროტრუზია, სპონდილოზი

კითხვა: მოგესალმებით, 6 თვის წინ თქვენთან გადავიღე ხერხემლის მრტ და დამიდგინეს L5 დისკის პროტრუზია და სპონდილოზი,მკურნალობა ჩავიტარე დანიშნულების მიხედვით და ახლა ისევ დამეწყო წელის არეში ძლიერი ტკივილები,რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
რამდენი ხანია გასული მკურნალობის დასრულებიდან, როგორი ტკივილი გაქვთ, მკურნალობამდე რომ გქონდათ თუ უფრო მსუბუქი, ტკივილგამაყუჩებელს თუ იღებთ და თუ გემორჩილებათ ტკივილი?
თქვენ ალბათ წელის მალების ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარეთ, სპონდილოზთან ერთად, სავარაუდოდ სხვა ცვლილებებიც იქნება აღწერილი გამოკვლევის პასუხში.
აუცილებლად გესაჭიროებათ სპეციალისტის განმეორებითი კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის ახლანდელ მდგომარეობას და ზუსტ პასუხს გაგცემთ თქვენს კითხვებზე.
შესაძლოა დამატებითი კვლევა დაგჭირდეთ. მოგეხსენებათ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, კვალიფიციური კადრებით, მოგვმართეთ აქციის ფარგლებში, ჩაიტარეთ საჭირო კონსულტაცია თუ გამოკვლევა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა