მოგესალმებით,
თუ გსურთ მასის მომატება, მკაცრად უნდა დაიცვათ კვების და დასვენების წესები, უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
● მიირთვით დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებათა შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით;
● ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება;
● მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი;
ვიტამინებს რაც შეეხება, მათი დისტანციურად რჩევა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია და თვითნებურ ღონისძიებებსაც არ გირჩევთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მიმართოთ დიეტოლოგ–ენდოკრინოლოგს, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და მოგცემთ ობიექტურ რეკომენდაციას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ. ვარ 33 წლის,მყავს სამი შვილი. ჩემი წონაა 50 კგ და 1.65 სიმაღლე. მაგრამ ახლა ძალიან გავხდი და 45 კგ ვიწონი. ვიყავი ენდოკრინოლოგთან ყველა ანალიზი გავიკეთე და არაფერში ცვლილება არ მაქვს. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რა გავიკეთო რომ მოვიმატო ცოტა მაინც. ძალიან მაწუხებს სიგამხდრე. მადლობთ
პასუხი: