მოგესალმებით! დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ. გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს (მწვავე) ან თანდათანობით განვითარდეს (ქრონიკული). ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: კუჭში მჟავიანობა თანდათანობით ქვეითდება, თორმეტგოჯა ნაწლავში კი იმატებს. ამის ფონზე, მიკრობები გამრავლებას იწყებენ ნაწლავებში, შემდეგ კი თანდათანობით გადმოინაცვლებენ თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში. შედეგად ზიანდება კუჭის ლორწოვანი გარსი, ირღვევა მონელების პროცესები, რასაც შესაბამისი სიმპტომების გამოვლენა მოყვება. გასტრიტი უმეტესად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს:
· გულისრევა;
· მუცლის შებერილობა;
· მუცლის ტკივილი
· ღებინება;
· კუჭის აშლა;
· მუცელში წვის შეგრძნება საკვების მიღებამდე ან ღამით (“მშიერი ტკივილი”);
სლოკინი.
შესაძლებელია თქვენს მიერ აღწერილ სიმპტომებს იწვევდეს კუჭიც რადგან, გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები ორ ჯგუფად: ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად - იყოფა. პირველთაგან აღსანიშნავია არასწორი კვება, კუჭის კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების (მაგალითად, ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ. ენდოგენურ გასტრიტს თვით დაავადებულის ორგანიზმი აპროვოცირებს. კერძოდ, ის შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას ან ისეთი აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისას, როდესაც იმუნური სისტემა უმიზეზოდ ებრძვის კუჭის ლორწოვან გარსს. ჩვენი რჩევა იქნება, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , აქციის ფარგლებში 90 ლარად სრულ გასტროსკოპიურ კვლევაზე, ასევე ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით. გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს კუჭის წყლული.ტკივილები იმდენად არ მაწუხებს .ბოლო სამი თვეა ზოგიერთ საკვებზე ალერგიას მაძლევს.რის ბრალია .კუჭი გამოიწვევს ასეთ სიპტომს?
პასუხი: