მიალგია

კითხვა: გამარჯობა, ღამით მაწუხებს ფეხის კუნთების ტკივილი დღისით არა, გუშინ ღამით შემამცივნა და მომცა სიცხე 38 წამლის დალევის მერე ტემპერატურამ დაიწია, დილით არც სიცხე და არც ტკივილი არ მქონია . ტემპერატურის აწევა ამ ტკივილის ფონზე პირველად მოხდა. გთხოვთ ამიხსნათ რისი ბრალი შეიძლება იყოს მხოლოდ ღამით ფეხების ტკივილი??
პასუხი:

მოგესალმებით!
კუნთების ტკივილი ფუნქციური ხასიათის მსუბუქი კუნთოვანი პათოლოგიაა, რომელსაც არამყარი, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი ახასიათებს. იგი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზი გაციება, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და უხერხული მოძრაობაა. გარდა ამისა, კუნთოვანი ტკივილი უამრავი დაავადების თანმხლები სიმპტომია. მათ შორის არის როგორც კუნთოვანი, ისე არაკუნთოვანი პათოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოზიტია.
მიზეზის ნუსხა ვრცელი და მრავალფეროვანია:
● ინფექციური დაავადებები (ანგინა, გრიპი, რევმატიზმი);
● ჩირქოვანი ინფექციური დაავადებები (ოსტეომიელიტი, სეფსისი), გამოწვეული სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ანაერობული მიკრობებით;
● პარაზიტული დაავადებები (ტრიქინელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი);
● აუტოიმუნური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია);
● ინტოქსიკაცია (ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტოკების მოხმარება);
● მედიკამენტები (აგფ-ის ინჰიბიტორები, სტატინები, პენიცილამინი, ციმეტიდინი).
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
იმისთვის რომ დადგინდეს რა არის თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ხუთშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა