ალერგიული რეაქციის გამოვლინება მწერის ნაკბენზე

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ვუშველო ნაკბენს? ჩემს ძმას რაღაცამ უკბინა გუშინ და დაუსივდა სახე მეორე მხარესაც გადაუვიდა დექსამეტაზონი დავალევინეთ 2 აბი და მაინც არ უშველა და როგორ მოვიქცეთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
გიდასტურებთ ,რომ მწერის ნაკბენს ახასიათებს ასეთი ტიპის გამოვლინება ,ანუ ლოკალური ალერგიული რეაქციის სახით ან კიდევ უფრო საშიში , ანაფილაქსიური შოკის სახით
პათოლოგიური სიმპტომები შესაძლოა რამოდენიმე საათი ან დღეც კი გძელდებოდეს .
ასეთ შემთხვევებში თვითმკურნალობა დაუშვებელია , მსგავსს პაციენტებს ჩვენს კლინიკაში ,როგორც წესი ,უტრდებათ სტაციონარული მკურნალობა და რაც მთავარია ,ეს მკურნალობა ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით .
გირჩევთ ,არ გადადოთ და დროულად მომართოთ ჩვენი კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს !
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა