წელის ტკივილი

კითხვა: მოგესალმებით. მაწუხებს მარჯვენა მხარეს წელი თუ თირკმელი არ ვიცი, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიხრები რამის ასაღებად ან ვარჯიშის დროს. ასევე მარჯვენა მენჯის არეში ვგრძნობ მუდმივ ტკივილს არა, პერიოდულს. მარჯვენა ხელს რამოდენიმე თვეა ბოლომდე ვერ ვშლი გაუსაძლისი ტკივილი მაქვს ვარჯიშის დროს კუნთთან, ფეხის ძირები მიბჟუის. ხერხემლის ექიმს უნდა მივმართო თუ თირკმელები გამოვიკვლიო პირველ ეტაპზე?
პასუხი:

მოგესალმებით!
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის: ინფექციები, ტრავმები, სიმსივნეები, სპონდილიტი, სკოლიოზი.
● სკოლიოზი – ხერხემლის გამრუდებაა განივი ღერძის მიმართ, რომელიც ნერვული სისტემის დარღვევებს და კუნთოვან დაზიანებას იწვევს.
● სტენოზი – ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს,
● დისკოს თიაქარი – ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
● კოქსართროზი – საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ოსტეოართროზის ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმაა. დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჯერ უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვაგვარად აწუხებს. კოქსართროზით დაავადებულს უჭირს დახრა, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგომა, ჩაკუზვა. ტკივილი ძლიერდება მოსვენების შემდეგ აქტიურ მდგომარეობაში გადასვლისას, ხოლო გახურების შემდეგ მცირდება. მისი ინტენსივობა იმატებს, როცა ადამიანი დიდხანს დგას ფეხზე ან დადის ხოლო მცირდება დასვენების შემდეგ.
იმისთვის რომ დავადგინოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები, შემოგთავაზებთ ნეიროქირურგთან უფასო ვიზიტს, საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა