კითხვა: გამარჯობა. ამ წლის 6 ივნისს გავიკეთე ხერხემლის თიაქრისა და დისკოზის ოპერაცია. ოპერაციამდე ვკოჭლობდი და ფეხს მივითერევდი,ასევე რა თქმა უნდა დაბრუჟებული მქონდა და მტკიოდა საშინლად. ოპერაციის შემდეგ ტკივილებმა გამიარა მაგრამ კოჭლობა დამრჩა. ფეხის დამორჩილება მიჭირს. მეუბნებიან რომ გამივლის, მაინტერესებს გამივლის თუ დავრჩები კოჭლი.
პასუხი:
მოგესალმებით,
უშუალო ვიზიტისა და მდგომარეობის შეფასების გარეშე, შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა.
რეაბილიტაციის პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად გაითვალისწინებს პაციენტი, მკურნალი ექიმის რჩევებს.
მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !