კითხვა: გამარჯობა,ჩემმა ლეკვმა მიკბინა და ძალიან გაუაზრებლად გამიკეთეს ტეტანუსის აცრა,იქნებ მითხრათ რამდენად ძლიერი ვაქცინაა ორგანიზმისთვის და ძგიდის გაკეთებას ვაპირებდი რამდენიმე დღეში ნარკოზით და ხელს.თუ შემიშლის.ახლა.ეს.აცრა?გმადლობ წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
ნაკბენის, ნაკაწრისა თუ ნადორბლის ვაქცინაციის დროს, ცოფთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის პროფილაქტიკაც, სავარაუდოდ სწორედ ამ მიზნით ჩაგიტარდათ თქვენც აცრა.
ტეტანუსით ვაქცინაცია არ უშლის ხელს ოპერაციულ მკურნალობას, თუმცა აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ ექიმი.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ– რაბიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, გაგცემთ პასუხს, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !