წანაზარდი ქუსლზე - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა..გამიჩნდა ქუსლზე რამდენიმე პატარა წანაზარდი ,ქვებივით.უფრო მეტად ღამე მაწუხებს..მაქვს ოსტეოხონდროზი და მენჯბარძაყის ართროზი...არის ესეც იმათთან კავშირში?
პასუხი:

მოგესალმებით,
ვიზუალური შეფასების გარეშე დიაგნოსტირება გაგვიჭირდება ,თუმცა აშკარაა ,რომ თვენ გაქვთ სხვადასხვა ,შერწყმული პათოლოგიები ერთდროულად .კერთოდ ,ერთი მხრივ
ხერხემლის სვეტის ძვლოვანი დაავადება და მეორე მხრივ უშუალოდ ტერფის დაავადება ,რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ცუდად მორგებული ფეხსაცმლის მიერ კანის გარქოვანებით ან ე.წ. ქუსლის ძვლის დეზით.
„ქუსლის დეზის“ წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი ,თუმცა მიიჩნევა , რომ შეიძლება ეს იყოს იპიზოდური ტრავმის ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი, ასევე მიზეზი, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, შესაძლოა საჭირო გახდეს რენტგენოლოგიური კვლევა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, შეფასდება მდგომარეობა და დაგენიშნებათ საჭირო კვლევები, რის შემდეგაც დაისმება დიაგნოზი და მოგეცემათ რეკომენდაცია მკურნალობის შესახებ.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27

ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა