ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: მარცხენა ფეხის კოჭთან ზოგჯერ ვგრძნობ წვას ძლიერს ხუთი წუთის მანძილზე შემდეგ გამივლის. იმ მომენტში ვერ ვმოძრაობ ტკივილისგან. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?
პასუხი:

მოგესალმებით,
კოჭი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, კოჭი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. კოჭის ტკივილი შესაძლოა მის შიდა მხარეს, გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივ ვრცელდებოდეს. ეს მყესი ქვედა კიდურის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან.
ტკივილის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:
● აქილევსის ტენდინიტი;
● ძვლოვანი გამონაზარდი;
● ოსტეოართრიტი;
● რეაქტიული ართრიტი;
● რევმატოიდული ართრიტი;
● სეპტიური ართრიტი;
● ღრძობა;
● ძვლის ფრაგმენტისებრი მოტეხილობა.
თუ რა მიზეზითაა განპირობებული თქვენს შემთხვევაში გამოხატული ტკივილი, დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ამიტომ მობრძანდით ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტზე, სადაც შეფასდება პაციენტის მდგომარეობა, გამოიკვეთება გამომწვევი მიზეზი და შემდეგ დაენიშნება მკურნალობა.
უფასო საკონსულტაციო დღეები გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა