მხრის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მარცხენა ხელის უსაშველო ტკივილი მაქვს,ზედა კიდურზე,მხარის მიდამოდან იწყება ტკივილი და ვრცელდება იდაყვამდე.მოძრაობას ხელოსანს მიზღუდავს აუტანელი ტკივილი.მირჩიეთ , გთხოვთ როგორ ვუშველო ამ პრობლემას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მხრის ტკივილი მოიცავს ნებისმიერ ტკივილს, რომელიც აღმოცენდება მხარში ან მის გარშემო.
მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან.
შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს როგორც ხერხემლის სვეტის პათოლოგია, ისე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ტრავმა.
თუმცა, დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია.
უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარეობას, შეარჩევს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ასევე, შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.


ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა