მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ კიდურის იდაყვის სახსარში გაშლას, ალბათ ჰანტელებით ვარჯიშობდით დიდხანს ან რაიმე სახის სხვა დატვირთვა მიეცით ხელს ფიტნესკლუბში.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:
● ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
● მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
● ართრიტი (სახსრების ანთება) ;
● ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);
● ან მხოლოდ დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.
უმჯობესია დროული დიაგნოსტირებისათვის მიმართოთ ტრავმატოლოგს, მანამდე კი, თავი აარიდოთ ვარჯიშს და დატვირთვას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ვარჯიშის შემდეგ მიჭირს მარცხენა კიდურის ბოლომდე გაშლა.სავარაუდოდ,მყესი მაქვს დაჭიმული,ვის უნდა მივმართო?
პასუხი: