მოგესალმებით,
მუხლების მწყობრიდან გამოსვლა მკვეთრად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ყოველდღიურ აქტივობას, მათ შორის ყველაზე მარტივ და მნიშვნელოვან ფუნქციას, სიარულს. მუხლის სახსრის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება წვივისა და ბარძაყის ძვლები. სახსრის კომპონენტები: სასახსრე ჩანთა, მყესები, იოგები, სინოვიური გარსი, სინოვიური სითხე – მის თავისუფალ მოძრაობასა და მოქნილობას უზრუნველყოფს.
პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ძვლების ან ხრტილის, ისე კუნთების, იოგებისა თუ მყესების დაზიანებამ.
ართრიტის ერთ-ერთი პირველი ნიშანია გამონაჟონის, სინოვიური სითხის არსებობა.
მკურნალობა კომპლექსურია. პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ ტკივილის მოხსნას, რაც სახსართა დაავადებების ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია.
თუ მუხლში მდგრადი სინოვიტია, საუკეთესო გზაა სითხის ადგილობრივი ევაკუაცია (გამოდევნა) და სტეროიდული პრეპარატების ლოკალურად შეყვანა სახსარშიდა ანუ ინტრაარტიკულური ინექციით.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
არის რიგი ფაქტორები, რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.მამაჩემი არის 41 წლის და აწუხებს მუხლი,დიაგნოზი არის შემდეგი:მარცხენა მხრივი პოსტრავმული მუხლის სინოვიტი მყეს-იოგოვან აპარატის დისტორია,აქვს ცოტაოდენი სითხეც,მაინტერესებს არის თუ არა ამის სრული განკურნება შესაძლებელი?მადლობა წინასწარ.
პასუხი: