მოგესალმებით,
დიფუზური მასტოპათია ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევაა, რომელიც ძუძუში იწვევს დიფუზურ ცვლილებებს.
დაავადების პროგრესირების შემდგომ ეტაპზე ძუძუში ჩნდება გამკვრივებული უბნები მკვეთრი საზღვრების გარეშე, შეიგრძნობა ტიხრები და ა.შ.
მკურნალობის მეთოდი სხვადასხვაგვარია , შესაძლოა ქირურგიული ჩარევა (კვანძის ამოკვეთა) გახდეს საჭირო, ან მედიკამენტური თერაპია დაინიშნოს.
რეკომენდაციისა და მკურნალობის მეთოდის შერჩევა, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
აუცილებელია, დინამიკაში დაკვირვება და ამჟამინდელი მდგომარეობის დიაგნოსტირება.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული მოსაზრების მოსასმენად და დიაგნოსტირებისთვის კი, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!