გამონადენი დვრილიდან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა..დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ..ესეიგი მქონდა სიცხე 37 შემდეგ რომ არ გამიარა მივედი ჩემს ექიმთან გადამაღებინა ფილტვებზე არაფერი მქონდა შემდეგ გავიკეთე სისხლის ანალიზი და ლეიკოციტი მქონდა ოდნავ დაბალი ექიმმა არ არის საგანგაშოო და გამომიშვა .. მითხრა ბრონქიტის ბრალი შეიძლება. იყოსო გამოჩნდა რომ უმნიშვნელო ბრონქიტი მქონდა და დამინიშნა წამლები.. ამის შემდეგ გავიდა 1 თვეზე მეტო და სიცხე 37 და 37.3 არ ცდება და დილაობით გამთეენიისას მაწუხებს უფრო .. შემდეგ გამსინჯა ხელოთ მკერდზე და რადგან ვუთხარი რომ მაწუხებდა თითქოს .. მან მითხრა მარცხენაში გაქვს სიმაგრესავითო მასთოპათია მგონია მეო რადგან წელის მხარე იღლიის მხარე მტკივა .. სიცხე მაქვს.. მკერდი მტივა ოღონდ უფრო ზეწოლის დროს.. სიმხურვალე მქონდა მაგრამ გამიარა მას შემდეგ რაც მამოლოგს მივწერე ( მისვლა ვერ მოვახერხე) და გამომიწერა პროჟესტოჟელე შესაზელად და 2 კვირაა ვისმევ და ისევ სიცხე მაქვს .. ტაბლეტებიც დამინიშნა მაგრამ ვერ გავრისკე ასე ზეპირად რომ დამელია .. ასევე მკერდის თავი ხან ძალიან გამეზრდება ხან ჩვეულებრივად მაქვს .. ერთი პერიოდი არვიცი მომეჩვენა თუ გამჭირვალე გამონადენიც მქონდა დვრილიდან ... დაბანის დროს ასევე ხელოს აწევის დროს სიმძიმეს ვგრძნობ..მეწვოდა კიდეც.. მექავებოდა ძაან იშვიათად .. მოკლედ მინდა გავიგო ეს ყველაფერი მასტოპათიას თუ ახასიათებს სიცხე და ასე შემდეგ? და მხოლოდ ოპერაციით ქრება თუ არის წამლით შესაძლებელი? და კიდევ მაინტერესებს ამ წამალს 2 კვირაა ვისმევ და ტემპერატურა არუნდა დაკლებულიყო ჩვეულებრივ ნორმაზე ? ხან არის რომ არ მაქვს სიცხე ..მადლობა წინასწარ ❤️
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ნორმალური გამონადენი ქალის განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება და თავისთავად წყდება, პათოლოგიური კი დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პათოლოგიურ პროცესებთან, როგორიცაა:
● ფიბროკისტოზური მასტოპათია;
● სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია;
● სარძევე ჯირკვლის პათოლოგია;
● აბსცესი;
● ტრავმა.
დასაზუსტებელია, გამონადენი ორივე დვრილიდან გაქვთ თუ მხოლოდ ერთიდან შეინიშნება, ხომ არ უკავშირდება მენსტრუალურ პერიოდს, ხომ არ ხართ მეძუძური ან ხომ არ მიატოვებინეთ ბავშვს ბუნებრივი კვება და ა.შ.
ნორმალური გამონადენი ჩნდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. პრაქტიკულად, ფიქსირდება ფიზიოლოგიური გამონადენი, რომელიც თავს იჩენს როგორც მექანიკური, ისე თერმული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ბანაობის შემდეგ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენით სადინარები ფართოვდება. აღნიშნულ სიტუაციებს ჩვენ საგანგაშოდ არ მივიჩნევთ.
შესაძლებელია მასტოპათიის დროს პაციენტს აღენიშნებოდეს ტემპერატურა, თუმცა თქვენს შემთხვევაში დასაზუსტებელია როგორც დიაგნოზი, ისე ტემპერატურის გამომწვევი მიზეზი.
დვრილიდან გამონადენი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინებაც იყოს ( ჰორმონული დარღვევები ) რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებელად, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.
სადაც ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის" აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ 2D მამოგრაფიით და მამოლოგის კონსულტაციით ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31451/mamologis-konsultacia-da-2D-mamografia-44-larad- 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა