მამოლოგიური სკრინინგი - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა..16 წლის ასაკში,მარჯვენა ძუძუს არეში აღმოვაჩინე ჯირკვალივით,ონკოლოგმა მითხრა ცხიმგროვააო..მერე წლები გავიდა,რაღაც ეტაპზე თითქოს გაქრა,ეხლა 29წლის ვარ და ისევ გაჩნდა ჯირკვალივით,ზომაშიც მომატებულია და მიახლოებით რომ მითხრათ რა არის? ვისთან მივიდე?
პასუხი:

მოგესალმებით,

სარძევე ჯირკვალში სიმაგრის აღმოჩენისთანავე ყველაზე უარესს წარმოვიდგენთ ხოლმე. არადა ცნობილია, რომ სარძევე ჯირკვლის ათიდან შვიდი წარმონაქმნი უწყინარია. მათგან ყველაზე მეტად ფიბროადენომაა გავრცელებული. შედარებით იშვიათია ფიბროლიპომა, ლიპომა და ა.შ. პათოლოგიები.

სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები კი, დვრილში იყრის თავს.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისთვის  და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა