ვიზიტი ქირურგთან

კითხვა: გამარჯობა,3 საკეისრო კვეთა მაქვს გაკეთებული და ნაკერზე რაღაც წანაზარდი მაქვს რომელიც იზრდება,მითხრეს დროთა განმავლობაში მენჯის თიაქარში გადაგივა ეგ წანაზარდიო და მართალია? და კიდევ ერთი ნაღვლის ბუშტზე ზემოთ და ქვემოთ მაქვს 2_2 ნაკეცი და ს ის ფორმის არის კენჭები არ მაქვს და ამოჭრა არ შეიძლება ძალიან მაწუხებს ჩემი ექიმი მეუბნება არ არის საჭირო ამოჭრაო. ველი თქვენს პასუხს.წინასწარ მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
უმჯობესია მობრძანდეთ ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც განსაზღვრავს რა ტიპის წანაზარდია და მკურნალობის რომელი მეთოდი იქნება შესაბამისი.
ასევე, ნაღვლის ბუშტის სისტემაში არსებული პათოლოგიური მდგომარეობა, მოითხოვს უფრო დეტალურ შესწავლას.
გაცნობებთ, რომ მიმდინარე აქციის ფარგლებში, ქირურგთან კონსულტაცია უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა