სუნთქვის უკმარისობა

კითხვა: გამარჯობა...უკვე დიდი ხანია სუნთქვასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა...ღრმად ამოსუნთქვა მიჭორს და ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე თითქოს ვიგუდები და ვეღარ ვსუნთქვა...თან ამოსუნთქვუს დროს გულმკერიდს არეში ტკივილი მაქვს და რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით, თითქმის ყველა ჩვენთაგანისთვის ნაცნობია სუნთქვის უკმარისობა სირბილის დროს ან კიბეზე სწრაფი ასვლისას მაგრამ, არის შემთხვევები როდესაც ჰაერის უკმარისობა ვითარდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ან სულაც მოსვენების მდგომარეობაში. თუ სუნთქვის უკმარისობა განვითარდა ასეთ სიტუაციებში – ეს ნიშნავს , რომ საქმე სერიოზულადაა.სუნთქვა – ჩვეულებრივი პროცესია, ამის გამო ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, სამაგიეროთ მაშინვე ვხვდებით, სუნთქვასთან დაკავშირებით, თუ რამე ნორმაში არ არის.მიზეზის დასადგენად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად განვითარდა იგი. ეს შეიძლება მოხდეს მწვავედ – წუთის, საათის, რამდენიმე დღის ფარგლებში ან თანდათანობით – რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში.
თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომი ,როდესაც გაძნელებულია უშუალოდ ამოსუნთქვა ,შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების , დროს, ,აგრეთვე სეზონურ ალერგიასთან ასოცირებული ბრონქოსპაზმით მიმდინარე ფილტვების პათოლოგიის შემთხვევაში .დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია მიმართოთ ექიმ – თერაპევტს ან ალერგოლოგს შესაძლოა საჭირო გახდეს გამოკვლევა,რომელსაც ეწოდება სპირომეტრია.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა