ვიზიტი ნევროლოგთან

კითხვა: გამარჯობათ.ადრეც მოგწერეთ თავბრუს ხვევის შესახებ.მოკლედ ვიყავი ოჯახის ექიმთან და მარტო დასამშვიდებლები დმინიშნა.არც ანალიზები გინდაო წინა თვეს გაქ გაკეთებულიო.არაფერი შეიცვლებოდაო მაგრამ ცუდად ვარ ფაქტია.ფეხზე რომ დავდივარ გულის რევის შეგრძნება მეწყება.თავის ტრიალი არ მსიამოვნებს და მაქვს ასევე დამძიმებულიც. ნერწყვის ყლაპვის დროს თითქოს ყელი მტკივა მაგრამ არ ვარ გაციებული ხანდახან საფეთქელიც მტკივა და თვალები.ამის წინ წნევაც მაღალი მქონდა 140 / 95 ზე .ხან სიცხეც მიწევს 37–ზე ვერ გავიგე რა მჭირს რას მირჩევთ გთხოვთ მომწეროთ ვარ 24 წლის გოგო.კონკრეტულად ვის მივმართო რომელ ექიმს?
პასუხი:

მოგესალმებით,

როგორც წინა შეტყობინებაში მოგახსენეთ, თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.

თავბრუსხვევის სხვა მიზეზები: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა.

რაც შეეხება „მაღალ წნევას“, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სიმპტომურ ჰიპერტენზიასთან.

მსგავს შემთხვევებში წნევის მომატება მეორეული, გარკვეული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია, მიზეზი კი შეიძლება იყოს თირკმლის, არტერიების, გულის ან ენდოკრინული სისტემის დაავადებები.

პირველ რიგში სასურველია ვიზიტი განახორციელოთ ნევროლოგთან, რათა გამოირიცხოს ნევროლოგიური პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ კონსულტაცია გაიაროთ კარდიოლოგთან.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

შეგახსენებთ, რომ ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, სადაც აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,  გისურვებთ  ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა