ნაწიბური

კითხვა: გამარჯობათ.მაქვს ბავშვობაში გაკეთებული ოპერაცია და დღესაც საკმაოდ მკაფიოდ მატყვია ნაწიბურები.თუ არსებობს რაიმე სახის გელი მის მოსაცილებლად ან თუნდაც დროებით დასაფარად.
პასუხი:

მოგესალმებით, კანის თვისებაა დაზიანების შემდეგ სწრაფი რეგენერაცია (აღდგენა), სამწუხაროდ, შეხორცება ყოველთვის არ არის ესთეტიური, რიგ შემთხვევებში ვითარდება ნაწიბური, რომლის ძირითადი მიზეზია კანის მთლიანობის დარღვევის შემდგომ ანთების განვითარება, ხოლო საბოლოოდ ამ ადგილას შემაერთებელი ქსოვილის ჩამოყალიბება ხდება.
არსებობს ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბური ( ამოწეულია კანის ზედაპირიდან), ნორმოტროფული ( კანის ზედაპირის დონეზე) და ატროფული ( ჩაწეულია ჯანმრთელი კანის ზედაპირიდან). ატროფიული ნაწიბურის ნაირსახეობაა ყველასათვის კარგად ცნობილი სტრიები ნაწიბური ვითარდება ჭრილობის (ოპერაცია, ტრავმა), აკნეს და სხვა სახის გამონაყრის შემდგომ, დამწვრობის, დახურული ტრავმის და .შ. იმისათვის, რომ ნაკლებ შესამჩნევი ნაწიბური ჩამოყალიბდეს, ეცადეთ, რომ შეხორცების პროცესში ხშირად არ გააღიზიანოთ ეს ადგილი, მოერიდეთ მზის სხივებს, იხმარეთ სახლის პირობებში ალოე (მცენარის წვენი). გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ნაწიბური (1 წლამდე), უფრო იოლია მისი ალაგება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, არ კეთდება ნაწიბურებზე ოპერაციული კორექცია.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა