ნევროლოგიური კვლევა

კითხვა: გამარჯობა,თითქმის 2კვირაა თავის ქალის არეში მაქვს გაბუჟების მსაგავსი შეგრძნება,ხანდახან თავბრუსხვევა,თითქოს წამიერად ვითიშები...ბოლო დროს უფრო მოიმატა..ტკივილები არ მაქვს..გთხოვთ მიპასუხოთ მიახლოებით მაინც და რა გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს ასეთ დროს...
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას, რომლის ერთ–ერთი სიმპტომთაგანია თავბრუსხვევა.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, თქვენს შემთხვევაში,  საჭიროა ჩაიტაროთ ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერი, რომელ კვლევასაც + ნევროლოგის კონსულტაციაზე,  კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

კვლევის შემდეგ, ექიმი–ნევროლოგი  დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის  კურსს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,  გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა