ვიზიტი ნევროლოგთან

კითხვა: ვარ 56 წლის . თითქმის ოთხი წელია დამეწყო თვალის ზედა ქუთუთოს თამაში მარცხენა მხარეს როცა თამაშობს ყურიც მიბუჟდება.სახის ნერვიც და ტუჩიც იმ მხარეს თამაშობს. ძალიან ცუდი შეგრძნებაა. რით შეიძლება ვუმკურნალო რა დაავადება ჰქვია ნევროპათოლოგმა დამინიშნა ფინლეფსინი მაგრამ შედეგი არ აქვს. ვსვი კარგა ხანს. ეხლა ვსვავ კაპილარს დილას და საღამოს თითო ტაბლეტს. მირჩიეთ რამე. წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება არ იქნება ჩვენი მხრიდან კორექტული.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს, სახის მეშვიდე ნერვის დისფუნქციას.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის ნევროლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ქალბატონ ნანა ღვალაძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა