მუხლის შეშუპება

კითხვა: გამარჯობა.64 წლის ქალბატონს შესივებული აქვს მუხლის სახსარი.რომელ სპეციალისტთან მივიდეთ თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ..
პასუხი:

მოგესალმებით!
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. შეშუპება მუხლის არეში ვითარდება, როდესაც ჭარბი სითხე გროვდება მუხლის სახსარში ან მის გარშემო, ასევე მუხლის არეში შეშუპება შეიძლება იყოს ტრავმის, ზედმეტად დატვირთვის ან ფარულად მიმდინარე დაავადების შედეგი.
მუხლის არეში სითხის დაგროვების მიზეზებია:
● წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება;
● მენისკის დაზიანება;
● გაღიზიანება სახსრის გადატვირთვის გამო;
● ძვლის მოტეხილობა;
ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ შეშუპებას :
● ოსტეროართრიტი;
● რევმატოიდული ართრიტი;
● ინფექცია;
● პოდაგრა;
● ბურსიტი.
შესაბამისად , პირველ რიგში დასადგენია რა იწვევს შეშუპებას .
თუ პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, სადაც ექიმი–სპეციალისტი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და ამის შემდეგ დანიშნავს შესაბამის მკურნალობას .
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა