ვიზიტი ნეფროლოგთან

კითხვა: გამარჯობა ეს სამი დღეა მაწუხებს თირკმელები მაქ ხშირი შარდვა პირველ დღეს ტემპერატურაც მომცა 38° და მაინტერესებს რამ შეიძლება გამოიწვია ან რომელ ექიმს მივმართო კონსულტაციისთვის მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომელიც მუცლის ღრუში, წელის მიდამოში, მდებარეობს. მათი მდებარეობა იცვლება ჯანმრთელობის, მინერალური ბალანსის, კანის პრობლემების, სისხლში ჰემოგლობინის დონის შესაბამისად. თირკმელი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხესა და ნარჩენებს, ფილტრავს სისხლს, მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესში.
თირკმლის პათოლოგიაზე ან მიმდინარე ანთებით პროცესებზე, დისტანციურად მსჯელობა შეუძლებელია.
აუცილებელია გაიკეთოთ თირკმელების ექოსკოპია, შარდის ანალიზი და სისხლში კრეატინინის განსაზღვრა. ამ მონაცემთა შეჯერების საფუძველზე, ექიმ–ნეფროლოგს შეუძლია იმსჯელოს დაავადების არსებობის შესახებ.
იმავდროულად, ტკვილი ბეჭის მიდამოში, შესაძლებელია მომდინარეობდეს ხერხემლის პრობლემებიდანაც.
მობრძანდით, ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა