მოგესალმებით!
შარდის ბუშტის პოლიპი არის ქსოვილოვანი შენების სტრუქტურა, რომელიც იზრდება ლორწოვან გარსზე, ვიწრო ან ფართო ფეხზე და იჭრება შარდის ბუშტის ღრუში.შეიძლება იყოს ერთი და მრავლობითი.
თავისი ზომით შარდის ბუშტის პოლიპი შესაძლოა იყოს ძალიან ვარიაბელური, რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე.
რამე განსაკუთრებული კლინიკური ნიშანი მას არა აქვს. ხანდახან სისხლმდენი პოლიპის დროს შარდმა შეიძლება შეიცვალოს ფერი და გახდეს მოვარდისფრო.
დიაგნოსტიკა ეფუძნება ძირითადად ორ მეთოდს:
1. შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
2. ცისტოსკოპია
უფრო ხშირად პოლიპი შემთხვევითი აღმოჩენის საგანია, როდესაც პაციენტი საშარდე სისტემის ულტრაბგერით კვლევას იტარებს.
რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, თუ კი ეს ვინმემ გირჩიათ ,საჭიროა აიწონოს ოპერაციის რისკები და სარგებელი .ცხადია,ამ ასაკში ,ერთმნიშვნელოვნად ოპერაციის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნება ,თუმცა დისტანციურად ამ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხოლვა და გადაწყვეტილების მიღება ,ასევე არაკორექტულია.
გირჩევთ ,მობრძანდეთ უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათს, შეფასდება პაციენტის მდგომარეობას და ექიმი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს აუცილებელია თუ არა შარდის ბუშტის პოლიპის ოპერაციული მოცილება იმ შემთხვევაში თუ არ იწვევს შარდვასთან დაკავშირებულ არანაირ პრობლემას, არ იწვევს ტკივილს და პაციენტი არის 81 წლის.
პასუხი: