ბართოლინის ჯირკვალი

კითხვა: დიდი მადლობა ყურადღებისთვის თირკმელებზე გადავიღე ექოსკოპია ცვლილება არ აღინიშნება შარდიც ნორმალური მაქვს სისხლის საერთოც ნორმაშია .მაქვს სხვა პრობლემაც გავიკეთე ბარტოლინის აბსცესის დრენირება არ მიქმნიდა არანაირ დისკომფორტს ეხლა კი უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარ მაქვს ტკივილი და ჭრილობიდან გამონადენი ჯირკვალი როგორიც იყო ისევ ისეთივეა ანუ არანაირი შედეგი არ მაქვს შეიძლება, რომ იმფექცია წასულიყო ზოგადად ვარ ძალიან მშიშარა იქნებ არ იყო კვეთა საჭირო თუ შეიძლება მითხარით სახლის პირობებში რა შეიძლება გავაკეთო ვაითუ არასწორ ადრესზე ვსვამ შეკითხვას გმადლობთ და ბოდიში
პასუხი:

მოგესალმებით,
ბართოლინის ცისტა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მკურნალობა მის ზომაზე, მტკივნეულობასა და ინფექციის არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული.
მართალია, ცისტა თავდაპირველად უმტკივნეულოა, მაგრამ განსაზღვრული მგრძნობელობა მაინც ახასიათებს. მისი ინფიცირება, როგორც წესი, დროის ამბავია. დაჩირქებული ცისტა წარმოქმნის მგრძნობიარე, ხშირად მტკივნეულ კვანძს საშოს შესავალთან, იწვევს დისკომფორტს სიარულისა და ჯდომის დროს, ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს და ცხელებას.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ოპტიმალურს ექიმი არჩევს ცისტის ზომის, დისკომფორტის ხარისხის, ინფექციის არსებობა-არარსებობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რომელ კლინიკაში, ან რის საფუძველზე ჩაგიტარდათ აბსცესის დრენირება, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ჩააყენოთ საქმის კურსში, მკურნალობის კურსის დაგეგმვა და მასში ცვლილებების შეტანა მხოლოდ მისი პრეროგატივაა.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა