ვიზიტი ნეფროლოგთან

კითხვა: გამარჯობა დედაჩემს აქვს მარჯვენა თირკმელი დაშლილი და ეუბნევიან არ არის ოპერაცია საჭიროო თუ არა უკვე პრობლემა მარცხენაზე დაეტყო ფეხები უსივდება ძაან და არის თუ არა საჭირო ოპერაცია და ფეხების დასიება თირკმლის ბრალი თუ შეიძლება ამ შემთხვევაში შარდმდენის დალევა
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
თირკმელი წყვილი ორგანოა, რომელიც სისხლის გაწმენდასა და მისი ქიმიური შემადგენლობის დაბალანსებაში მონაწილეობს. ეს ორი მუშტისოდენა ორგანო დღე-ღამეში თითქმის 200 ლიტრ სისხლს გადაამუშავებს და 2 ლიტრამდე ნარჩენი ორგანიზმიდან გამოაქვს. ეს ნარჩენი სხვა არაფერია, თუ არა შარდი, რომელიც თირკმელებიდან შარდის ბუშტში ჩაედინება.
იქიდან გამომდინარე, რომ ფეხების შეშუპების ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვება, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თქვენს შემთხვევაშიც თირკმელია "დამნაშავე".
დისტანციურად შეშუპების მიზეზებს ვერ განვსაზღვრავთ და ვერც რეკომენდაციას მოგცემთ.
გთხოვთ, თავი აარიდოთ თქვენც და პაციენტმაც თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგთან, რათა ზუსტად შეფასდეს დედის მდგომარეობა და დაენიშნოს შესაბამისი, ინდივიდუალური მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა