მოგესალმებით,
თქვენ საუბარი გაქვთ ოტიტზე, რომელიც ზოგადად ყურის ანთებას ნიშნავს.
თუმცა, ოტიტი მარტო ყურის ტკივილი კი არაა, ეს არის ანთება, რომელსაც დროულად უნდა ვუმკურნალოთ. სხვაგვარად გამორიცხული არ არის, პროცესი მიმდებარე სტრუქტურებზე გავრცელდეს.
აქედან გამომდინარე, დიახ, შესაძლებელია ოტიტმა გამოიწვიოს, სანერწყვე ჯირკვლის შესიება ან ყბის ლიმფური კვანძის გადიდება, რადგან, ოტიტს იწვევს სხვადასხვა მიკროორგანიზმი, მაგალითად: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, ანდა სამივე ერთად.
გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ხველის, ცემინების ან ცხვირის ენერგიულად მოწმენდის დროს ოტიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი სასმენი მილის გავლით შუა ყურში აღწევს.
ეს არის ეგრეთწოდებული ტუბარული გზა.
ზუსტი დიაგნოზის დასმა დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს გარეთა ყურის ანთებამ.თუ შეიძლება გამოიწვიოს სანერწყვე ჯირკვლის შესიება ან ყბის ლიმფური კვანძის გადიდება?
პასუხი: